გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განახორციელა.

ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ჰაერში ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში განისაზღვრა.

გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

“მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში, ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს სააგენტოს ვებგვერდზე ყოველდღიურად აქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *