ქუთაისში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის რაოდენობა უცნობია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შექმნილია საგანგებო შტაბი.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში 200-მდე სახლის სახურავი დააზიანა, მოთხარა ხეები.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მაღალსართულიან კორპუსებს გადასახური მასალა გადაეცემა და მთლიანად დაფინანსდება სამონტაჟო სამუშაოებიც, ხოლო კერძო სახლების დაზარალებულ მეპატრონეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მასალები.