23 ნოემბერს შავი პარასკევი აღინიშნება.
ეს არის დღე, როდესაც მომხმარებელს სასურველი ნივთის შეძენა ფასდაკლებით შეუძლია. აქციები თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტებშია დაგეგმილი.
შავი პარასკევი — მადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი “შავი პარასკევი” 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად.