იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.
ამასთან, სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. მიუხედავად ამისა, ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს შორის დაბალია. კვლევის შედეგებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, 2014 წლის მოწვევის საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობა 11.6 %-ს შეადგენდა, 2017 წელს არჩეულ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 15.5 %-ია. 2017 წელს იმერეთის საკრებულოებში 374 წევრი აირჩიეს, რომელთაგან 316 მამაკაცი, 58 კი ქალი იყო, 2014 წელს არჩეული 379 წევრიდან 336 მამაკაცი იყო და მხოლოდ 43 – ქალი.
“მიუხედავად ქალთა წარმომადგენლობის ზრდისა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალების რაოდენობა მაინც მცირეა,”-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევა