30-მდე მგზავრმა მილანიდან ქუთაისში გამოფრენა ვერ შეძლო.
ავიაკომპანია “ვიზეარი” მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“Wizz Air უარყოფს გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა – ქუთაისი ) თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ზოგიერთი მგზავრი გამგზავრების აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ზოგიერთმა მგზავრა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციისპროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე. Wizz Air ყველა მგზავრს სთხოვს, აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე. ავიაკომპანიამ სულ ახლახანს დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანიპოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ავიახომალდის ბორტზე აიტანოს ერთიუფასო ხელბარგი,”-ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიმ დამატებით 30 ბილეთი გაყიდა. მგზავრების თქმით, ისინი რეგისტრაციის გასავლელად დროულად მივიდნენ, თუმცა კომპანიამ პროცედურების დრო სპეციალურად გააჭიანურა, დაგვიანების გამო კი მგზავრები ბორტზე აღარ აუშვეს.