ბაღდათში, სოფელ ფერსათში ჭელიძეების 7-სულიანი ოჯახისათვის დახმარებას ითხოვენ.
ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა და ისინი თავს მეზობლის სახლს აფარებენ.
“მინდა გთხოვოთ ამ ოჯახისთვის პირველადი, ბაზისური საჭიროების საყოფაცხოვრებო, პირადი თუ ჰიგიენური ნივთებით დახმარება. პირველ ეტაპზე ეს სჭირდებათ მათ. ოჯახი არის 7-სულიანი: 2-60 წლის ქალი და მამაკაცი; 2-35 წლამდე ქალი და მამაკაცი; 3 ბავშვი-5 წლის ბიჭი, 9 წლის გოგო, 10 წლის ბიჭი.
გთხოვთ, რაც კი გექნებათ: ჩანთა, რვეული, პირსახოცი, კბილის ჯაგრისი, თეფში, ქურთუკი, წინდა და ა.შ ყველაფერი შეგიძლიათ მომაწოდოთ,”-წერს სოციალურ ქსელში მაკა ცერცვაძე.
დახმარების მსურველებს ნივთების მიტანა შეუძლიათ ქუთაისში, გოგებაშვილის #11.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მათი წარმომადგენელი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახს დახმარება წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებლობების ფარგლებში გაეწევა.