ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერი განახლდება.
“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია “გილსმა” გაიმარჯვა.
კომპანია “გილსის” დირექტორის, მოქანდაკე ლევან სალუქვაძის თქმით, მათ კონცეპტუალურ საფუძვლად სამყაროს ხუთი ელემენტისგან შედგენის იდეა შეარჩიეს. თითოეული მათგანი სკვერში სიმბოლურადაა წარმოდგენილი: მიწა – მწვანე ნარგავები; წყალი – აუზი და შადრევანი; ჰაერი – ბეტონი; ცეცხლი – წითელი დეკორატიული ელემენტები; ეთერი – ადამიანის შემოქმედებითი გონის სიმბოლო, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი.
“რადგან ბეტონი ჰაერის ელემენტის ალეგორიად მივიჩნიეთ, მისი სამი ფერი – შავი, რუხი და თეთრი გარემოს დაბინძურებისგან გაწმენდას გამოხატავს და საწარმოს პოლიტიკას აღნიშნავს”, – განმარტავს ლევან სალუქვაძე.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.