ხარაგაულში, საქასრიის ტყეში ხანძარია. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *