ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა

ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.

იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ხანძრის ჩაქრობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *