როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,
რა პრობლემები და გამოწვევები იყო რეგიონში და როგორი შედეგები გვაქვს წლის ბოლოს, – მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჯამებს.
მამუკა თურმანიძემ ჩვენთან საუბრისას გასული წლის პრაქტიკაც გაიხსენა და იმ უნდობლობაზე ისაუბრა რაც მოსახლეობას ღონისძიებების მიმართ ჰქონდა, მისი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი თვითმმარტველობების წარმომადგენლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია სახელდებოდა. მინისტრის პირველი აქვე აღნიშნავს რომ წელს ეს ვითარება შეცვლილია.
მამუკა თურმანიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.