რა როლი აქვს ადგილ;ობრივ თვითმართველობებს აზიური ფაროსანას

წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში? – სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ საკოორდინაციო შტაბიდან ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე იღებდა წამლობის შესახებ ინფორმაციას და მოსახლეობამდე მისი მიტანა უკვე მათი ვალდებულება იყო.

 

ნინო შეწირული განმრტავს, რომ ამ პროცესში ხარვეზები იყო, რაც 2018 წელს  ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია. მართალია ეს ხარვეზები ეტაპობრივად სწორდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაფრთხილების მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია.

სპეციალისტი ფიქრობს, რომ  გამოცდილების გათვალისწინებით მომავალ წელს უკეთესი შედეგი იქნება.
ნინო შეწირული – სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სააგენტოს უფროსი

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *