ქუთაისში, ბერი თედორეს ქუჩაზე, გზის
საფარის მოსაწესრიგებლად 111 ათას 559 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ბერი თედორეს ქუჩის მე-2 შესახვევის გზა ბეტონის საფარით მოეწყობა.
ქუჩაზე გზის საფარის პრობლემა დიდი ხანია არის და მოსახლეობა პრობლემის გადაჭრას ითხოვდა. ამორტიზებული გზის გამო წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 ნოემბერს იწყება და 28 ნოემბერს მთავრდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 68 (სამოცდარვა) კალენდარული დღე.