ქუთაისში თეთრი ხიდი გაიხსნა. ხიდი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.
გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასმა და ქუთაისის ოპერის გუნდმა მიიღეს მონაწილეობა.
საბალეტო დასმა 20 წუთიანი პერფორმანსი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე წარადგინა.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თეთრ ხიდს ქუთაისელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ქალაქის ერთგვარი სიმბოლო და სავიზიტო ბარათია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ეს ადგილი ადგილობრივებისთვის მეტად საინტერესო გამხდარიყო.
შეგახსნებეთ, რომ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.