ქუთაისში 4 ნოემბრიდან დუმბაძის ქუჩა გადაიკეტება.
ქუთაისის მერიის ინფორმაქციით, გრიშაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. აღნიშნულ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,დაგი +” ასრულებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოხდება გზის საფარის განახლება, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები. დუმბაძის ქუჩა ერთი თვით გადაიკეტება, ავტოსაგზაო მოძრაობის მიმართულებას კი შესაბამისი ნიშნულებით საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
ქუთაისში ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.