“ძირითადად 20 ადამიანი ვართ”-გვითხრეს ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა. მათივე თქმით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება დილით იწყება და 18:00 საათზე სრულდება. მუშები ვერ ასახელებს, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსების მშენებლობას. ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დასრულების თარიღი პერსონალისა და ბრიგადების რაოდენობაზეა დამოკიდებული.