,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის
რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 1 196 000 ლარი გამოიყო”.- ამის შესახებ წყატუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა განაცხადა. ფონდის დაფინანსებით გზების კაპიტალურად მოწყობა მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 1 196 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 4 მსხვილი პროექტი განხორციელდება. დღეს დაიწყო რეაბილიტაციის სამუშაოები. ჩვენ აქტიურ რეჟიმში გავუწევთ მონიტორინგს თითოეულ პროექტს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ვადები და ხარისხი”- განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
სოფელ თერნალის, ბანოჯის, გეგუთის, ოფშკვითისა და მუხიანის გზების მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბეტონის საფარი ჯამში 6 კილომეტრზე დაიგება, შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,მიმდემი” აწარმოებს.