საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა
და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ გახსნეს. რიგით 57-ე საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ასევე, ადგილობრივები ისარგებლებენ, როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი და გათამაშდა პრიზები.