ქუთაისში გაიმართა საჯარო დებატები თემაზე “გენდერი და არჩევნები”,
რომელსაც ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. დებატებზე იმსჯელეს როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი. როგორია საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტეორისა და მას მედიის წინასწარი განწყობები. რა როლი უჭირავს არჩევნებში ქალთა მონაწილეობას. როგორ აისახება პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში გენდერული საკითხები და ქალთა საჭიროებები.
“ამომრჩეველთა 53 პროცენტი ქალია. მათი ხმა არჩევნებში გადამწყვეტია. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ ფიქრობენ პრეზიდენტობის კანდიდატები – რა უნდა გაკეთდეს, რომ გენდერულად დაბალანსებული სისტემა მივიღოთ.” განაცხადა “გენდერის მედაცენტრის” ხელმძღვანელმა ქეთევან ბერძენიშვილმა.
“ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, როდესაც იყო ქუთაისში აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ცაკლე პროგრამა ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იქნება ალბათ ვრცელი პროგრამა და ამაზე თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ისაუბრებს”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” წევრმა გია უკლებამ.
“საკრებულოში ქალბატონები ყველა “ქართული ოცნებიდან” ვართ. მე ფრაქციის თავმჯდომარე ვარ და მოადგილეც ქალბატონია. აღმასრულებელშიც გვყავს ვიცე-მერი ქალი. ჩვენი პარტია ცდილობს დაიცვას გენდერული თანასწორობა და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მხარი ქალ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დავუჭირეთ”,- განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მარეხი ნიჟარაძემ.
საჯარო დებატები ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID-ის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES-ის მხარდაჭერით გაიმართა.