ქუთაისის მერიას ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში
შეჯიბრებების მოწყობას სთოვენ. იდეა ირაკლი ფაჩულიამ მოქალაქეებისათვის შექმნილ თავისუფალი ინიციატივების ვებ-გვერდზე დაარეგისტრირა.
“მოეწყოს შეჯიბრებები ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში, რაც უბნებს უფრო მეტად დაახლოებს ერთმანეთს. ამით ხელს შევუწყობთ ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას,”-აცხადებს ინიციატივის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა. ამ ეტაპზე საკუთარი იდეა 28 მოქალაქემ წარადგინა.
საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.