ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ეზოში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიება სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიას წარმოადგენენ. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. თან უნდა იქონიონ რეზიუმე. 

დასაქმების ფესტივალი სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *