გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-18 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 16-17 ოქტომბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.