ქუთაისში “შემოდგომის დღესასწაული” 22 ოქტომბერს გალა-კონცერტით დაიხურება. ღონისძიება თეთრ ხიდთან მოეწყობა.
ინფორმაციას ააიპ “კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება” ავრცელებს.
“შემოდგომის ქუთაისი 2018 ” წელს პირველად გაიმართა და მსგავსი ფორმატით ყოველ წელიწადს ჩატარდება, სადაც ქუთაისის სკოლები და ბაღები საკუთარი შემოქმედებითი რესურსით ქალაქის წინაშე წარსდგებიან,”-აცხადებენ ააიპში.
დღესასწაული ქუთაისში 11 ოქტომბერს გაიხსნა.