ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ეიჯიზმის წინააღმდეგ არტ აქციას მოაწყობს.
აქციაში მონაწილეობას ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და მადლიერების სახლის ბენეფიციარები მიიღებენ. ისინი ეიჯიზმის თემაზე ნამუშევრებს ერთობლივი ძალებით შექმნიან. იგეგმება ნახატების ერთობლივი გამოფენაც.
“ჩვენი მიზანია ეიჯიზმის პრობლემის, როგორც დისკრიმინაციის ფორმის გააზრება,”-ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
არტ აქცია ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში 18:00 საათზე გაიმართება.
ეიჯიზმი უარყოფითი ან დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებთან დამოკიდებულებას ეხება.