ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფსიქიკური
ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წელს აღნიშნული დღის თემაა “ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად სამყაროში”.
როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კლინიკური მენეჯერი, იოსებ ნანეიშვილი აცხადებს, ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
“ცენტრში საგრძნობლად მოიმატა ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობამ, რაც ძალიან სამწუხაროა,”-ამბობს იოსებ ნანეიშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კლინიკური მენეჯერი ფსიქიკური დარღვევების გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, სტრესი თანამედროვე ცხოვრების ნაწილი გახდა, რასაც ემატება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ–სოციალური ფონი. მისივე თქმით, აღნიშნული გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთლობის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.