1 ნოემბრიდან “ვიზეარის” ბარგის გადატანის წესი იცვლება.
Basic ბილეთის საფასურში შევა მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეეძლებათ.
მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ, მცირე ზომის ხელბარგთან (40ხ30ხ20 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ აიტანონ სამგზავრო ჩანთაც, რომლის მაქსიმალური ზომებია: (40x30x20 სმ).
ასევე, ავიაკომპანიამ დაამატა 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად.