10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან შვიდი ოქტომბრის ჩათვლით ტყითსარგებლობის წესების დარღვევის 43 ფაქტი გამოავლინა. სიაში იმერეთი მეორე ადგილზეა, სადაც წესების დარღვევის 9 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, 9 ფაქტია გამოვლენილი სამცხე-ჯავახეთში. ყველაზე მეტი, 13 დარღვევა აღმოჩენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.