ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, სადაც წელს სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. მისივე თქმით, გარემონტდა ჯგუფები და მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
ქუთაისში სულ 37 ბაღია, სადაც წელს 10 000 ზე მეტი ბავშვი მიიღეს.