სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში
წყალტუბოში 2019 წელს 17 პროექტი დაფინანსდება. ესენია:
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შექმნა “საზოგადოებრივი მეგობრობის ქოლგა”.( შევჩენკოს ქუჩა)
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია “საზოგადოებრივი ქოლგა” (ვაჟა ფშაველას ქ.)
სიჩქარის შემამცირებელი ბორდიულები”უსაფრთხო ქუჩა” (ნინოშვილის ქ.)
სპორტული მოედანი “იმედის მოედანი”
საზოგადოების თავშეყრის ადგილის შექმნა “საზოგადოებრივი მეგობრობის ქოლგა” (ჯავახიშვილის ქ.)
სიჩქარის შემამცირებელი ბორდიულები”უსაფრთხო ქუჩა” (შარტავას ქ.)
მშვენერების და გაჯანსაღების კერა (გურამიშვილის ქ.)
სკვერი “ჩვენი ეზო” (თბილისის ქ.)
სკოლამდელი ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწყობა “ცეროდენა” (თამარ მეფის ქ.)
სკვერი ჩვენს ბავშვებს (ბესიკის ქ.)
“ერთად ყოფნა გაგვაძლიერებს” (გურამიშვილის. ქ.)
“უკვე გარკვეულია მეორე ზონაში ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოვლენილი პროექტები. 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში მხოლოდ ამ ზონაში 6 პროექტი განხორცილედება. კომისიის სხდომაზე უკვე დამტკიცდა მეორე ზონის პროექტების ჩამონათვალი. ,,გასართობი სივრცე წყალტუბოს მომავალი თაობისთვის”, ,,სკვერი გოგებაშვილის ქუჩაზე”, ,,ჩვენი ეზო ჩვენი სახლია”, ფანჩატური წყაროზე, ფანჩატურისა და საბავშვო სკვერის მოწყობა გალატიონ ტაბიძის ქუჩაზე”,- აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. პროგრამა “სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა” თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში – “დემოკრატიის ხელშეწყობა”.