ქუთაისის გენდერულმა თანასწორობის საბჭომ
დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ცვლილებები ეხება საბჭოს მოქმედი დებულების მე-6 მუხლს – საბჭოს ჰყავდეს მდივანი, წევრთა მიღებისა და დათხოვნის წესს.
საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგალის თქმით დებულებაში ცვლილებების შეტანა კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველზე გახდა აუცილებელი.
“გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული რეკომენდაციის საფუძველზე დებულებაში ცვლილებები შეგვაქვს. ეს ცლილებები ეხება საბჭოს ჰყავდეს მდივანი და შესაძლებელი გახდეს საბჭოში ახალი წევრის მიღება და გაშვება. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება საბოლოოდ მოგვცემს უფრო გამართულ და ქმედით უნარიან საბჭოს. საბოლოოდ კი გენდერული თანასწორობის საბჭო სამაგიდო სამშაოების პარალელურად შეძლებს სხვადასხვა საჭირო აქტივობების განხორციელებას” – განაცხადა ირაკლი შენგელიამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.
აღნიშნული ცვლილებებით გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ საბჭოს დებულება საკრებულომ 2017 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.