დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ფოთში ფერომონიანი დამჭერები დაამონტაჟეს.
ვახტანგ მეტრეველის განმარტებით, „მოიზიდე და მოკალი“ -ის მეთოდი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზამთრე ფაზის დროს საცხოვრებელ სახლებსა და შენობა-ნაგებობებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მავნებელმა გადაინაცვლოს.
ვახტანგ მეტრეველი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრი.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.