ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ტრაილერი თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა.
ამ დროისთვის ადგილზე მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება.
როგორც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.