სემინარების ციკლი “კატო მიქელაძის სკოლა”
სრულდება. ბოლო სემინარს – “ქართველი ქალები ვიზუალურ ხელოვნებაში” კი ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა წარუძღვება.
რამდენი ხელოვანი ქალია საქართველოში, სად და რა პირობებში მუშაობენ, რა თემებია აქტუალური, რომელ გამოფენებსა და პროექტებში იღებენ მონაწილეობას? – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ხვალ ლალი პერტენავა ისაუბრებს.
მომხსენებელი თანამედროვე ხელოვანი ქალების შემოქმედების განხილვითა და ასევე კვლევის “თანამედროვე ქალი ხელოვანები და კარგად ყოფნის განცდა” შედეგების საფუძველზე შეეცდება, წარმოადგინოს დღევანდელი სოციალურ-კულტურული რეალობა, რომელშიც ქართველი ხელოვანი ქალები ცხოვრობენ და რეალობა რომელსაც ხელოვანი ქალები ქმნიან.
პირველი სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
პროექტს “სემინარების ციკლი ” “კატო მიქელაძის სკოლა” არასამთავრობო ორგანიოზაცია “განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი (IDM)”, “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით 16 ივნისიდან ახორციელებს .