ქუთაისში სკვერების მოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანებისათვის საჭირო წინა მოსამზადებელი სამუშაოები. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ნიადაგს ამზადებენ, სადაც შესაბამის სეზონზე მწვანე ნარგავები განთავსდება.
“ქუთაისის მერია აგრძელებს სკვერების მოწყობას იმ ადგილებშიც კი, სადაც წლების განმავლობაში არ მომხდარა მწვანე ზოლის მოწესრიგება და განვითარება,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ ქალაქში სკვერების გასხვისებისა და ადგილზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პრაქტიკა დასრულდება. მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება ბევრი სკვერი და მეტი მწვანე ზოლი.