პეტრე იბერისა და დავით
და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრებლები ქუთაისში, ბოტანიკურ ბაღამდე მისასვლელ გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დადგმას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.
“არსრულწლოვანი დაიღუპა, ქალბატონი დაიღუპა, მანქანის მძღოლი დაიღუპა. კიდევ უნდა გაგრძელდეს? მაინცდამაინც მერი უნდა ცხოვრობდეს აქ რომ ბარიერები გააკეთონ? ბოლო შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა. რიონის სანაპიროსთან მოაჯირი მოინგრა და ორი თვეა ლენტია შემოვლებული”,- ამბობს სვეტლანა ებანოიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ქალაქის მერია მიმართეს. სადაც განუცხადეს, რომ სამუშაოებს ტენდერის გარეშე ვერ შეასრულებენ. მოქალაქეების თქმით, სამუშაოების შესრულება ჭიანურდება, რაც მათ პრობლემას ვერ აგვარებს.
“ვუთხარით მერიაში ვისაც ამ პრობლემის მოგვარფება ევალება და როდესმეო, როცა ტენდერი ჩატარდებაო. ან შუქნიშანი გააკეთონ ან სიჩქარის შეზღუდველი ბარიერები”, – ამბობს ჯუმბერ ჩაკვეტაძე.
მერიაში აცხადებენ, რომ მათთან განცხადება ჯერ არ შესულა. განცხადების მიღების შემდეგ საკითხს პოლიცია შეისწავლის. ტექნიკურ სამუშაოებს კი ა(ა)იპ ქუთაისის სპეციალური სერვისები შეასრულებს.