აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში
ყოველდღიურად მიმდინარეობს.
სეს-ის ცნობით, სოფლებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება ცივი შესხურების დანადგარებით აღჭურვილ სპეცტექნიკას. სპეციალისტების განმარტებით, წამლობა სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება.
ვეფხვია კვარაცხელია – წალენჯიხის მცხოვრები
ლაშა შალამბერიძე – ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი
ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.