ქუთაისში, ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა ეწყობა.

ადგილზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს კომპანია “დაგი პლიუსი” ასრულებს.

“ტანვარჯიშის სკოლასთან მისასვლელი გზა მრავალი წლის განმავლობაში იყო ამორტიზირებული და გაუვალი. რამდენიმე წელია, ამ გზის მოწესრიგებას ითხოვენ მშობლები, რომელთაც აქ ბავშვები დაჰყავთ. ჩვენ შევძელით ამ პრობლემების მოგვარება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი კომფორტული გარემოთი და ხელი არ შეეშალოთ სპორტულ აქტივობების განხორციელებაში,”- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

სამუშაოები დღეს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *