წყალტუბოში “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში
საპროექტო ინიციატივების მიღება დასრულდა. სულ 25 განაცხადი მიიღეს. სამოქალაქო ბიჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
მიმდინარე პროცესსა და განაცხადებს გაეცნო წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი, რომელიც კომიისიის წევრებს შეხვდა. ზურაბიანის თქმით ეს არის შესაძლებლობა თითოეული ამომრჩეევლისთვის იყოს ჩართული ქალაქის განვითარების პროცესში.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განვახორციელეთ წყალტუბოში, სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა თითოეული ამომრჩევლისთვის, უშუალოდ ჩაერთოს ქალაქის განვითარებისა და თვითმმართველობის ეფექტიან ფუნქციონირებაში. პოლონეთის მხარის აქტიური მხარდაჭერით პროგრამა დაიხვეწა და სამომავლოდ, თანამშრომლობის გეგმები დაისახა” – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
სამოქალაქო ბიუჯტის ფარგლებში შესული ინიციატივები წყალტუბოში 2019 წელს განხორციელდება. ჯამში ინიციატივებისთვის 150 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა წყალტუბოს სამ ზონაზე თანაბრად გადანაწილდა. თითოეეულ ზონას ასათვისებლად გამოეყო 50 000 ლარი. 16 სექტემბერს გახდება ცნობილი მოქალაქეების ინიცირებული თუ რამდენი საპროექტო ინიციატივა განხორციელება და რა კონკრეტულ ინიციატივებზეა საუბარი.
სამოქალაქო ბუჯეტირება წყალტუბშო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივით დაინერგა.