ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საიტის მოხმარება ვიზიტორებს განახლებულ ფორმატში შეეძლებათ.
საიტზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია განთავსდება, მათ შორის: ავიაფრენების, სასტუმროების, ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.
“ვმუშაობთ ბრენდინგზე. ვხელმძღვანელობთ ექსპერტების მიერ დადებული დოკუმენტით, შესაბამისად, ეს არ არის ტურიზმის ცენტრის გადასაწყვეტი თუ რა მიმართულებით განვითარდება ქალაქი, რა ნიშა ექნება მას ტურისტულ ბაზარზე. ჩვენს საიტზე ყველა ის ინფორმაცია განთავსდება, რომელიც ტურისტს სჭირდება. ეს იქნება ავიაფრენები, კვების ობიექტები, ღირსშესანიშნაობები თუ სასტუმროები,”-განაცხადა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, ტატო ლილუაშვილმა.
ამჟამად საიტი არ ფუნქციონირებს. ტურისტებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის საიტის მოხმარება ქუთაისის საიმიჯო კლიპის შექმნის შემდეგ შეეძლებათ. საიტი საიმიჯო კლიპთან ერთად გაეშვება.