“ადაპტირებული ტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის”
-ქუთაისში დისკუსია გაიმართება. დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულ ტრანსპორტზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოწვეული ექსპერტები, ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები და მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს წევრები და ტრანსპორტის პროვაიდერები შშმ პირებთან ერთად იმსჯელებენ.
დისკუსია 27 ივლისს, 11:00 სთ–ზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ფარგლებში მოეწყობა. შეხვედრა სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ში გაიმართება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვას და მხარდაჭერას მათი სოციალური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც ეფუძნება შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს.
პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან –განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის თანამშრომლობით ახორციელებს.