ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები),

 

ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

 
2015 წელს საქართველოში ქმედუნარიანობის რეფორმა გატარდა. რეფორმამდე ე. წ მეურვეობის პრაქტიკა მოქმედებდა და ის მხარდამჭერის ინსტიტუტით შეიცვალა.
მხარდამჭერს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირისათვის სასამართლო ნიშნავს. მან საკუთარი მოვალეობები განათლების, მედიცინის, საფინანსო და სხვა სფეროებში უნდა შეასრულოს. მხარდამჭერმა მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირს შესაბამისი ინფორმაცია მისთვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით უნდა მიაწოდოს.
 
ახალი კანონმდებლობა მეურვესა და მხარდამჭერს შორის კონკრეტულ განსხვავებებს წარმოაჩენს. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” იურისტი ქეთევან კოპალიანი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა ისაა, რომ მხარდამჭერი სამართლებრივ ურთიერთობებში მხარდაჭერის მიმღები პირის მაგივრად არ მოქმედებს.
 
მხარდამჭერი სხვადასხვა პროცედურის მეშვეობით ინიშნება, მათ შორის: თავად მხარდამჭერის, მხარდამჭერის მიმღები პირის ან სოციალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე.
 
მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას სოციალური სამსახური ახორციელებს. მონიტორინგი ორი ფორმით მიმდინარეობს: ფაქტობრივი ზედამხედველობა და გეგმიური ზედამხედველობა. გეგმიური ზედამხედველობის დროს, შემოწმება ყოველ ექვს თვეში მიმდინარეობს. რაც შეეხება ფაქტობრივ შემოწმებას, მონიტორინგი ხორციელდება მაშინ, როდესაც სოციალური სამსახური იღებს ინფორმაციას მხარდამჭერი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *