ტყიბულში, ტყიბულის მეშახტეთა პირველადი
პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება. მეშახტეები და პროფკავშირების წარმომადგენლების კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი.
ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნები ასეთია: მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა, განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება, კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა, ყოველივე ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით.
აქციის გამართვა ხვალ, 24 ივლისსაც, იგეგმება.