ბაღდათში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

5 სოფელში ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება. მომავალში სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, დიმის, ფერსათისა და საკრაულას მოსახლეობა ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ დაათვალიერეს.

გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზების გარდა დიდი ყურადღება ეთმობა სოფლებამდე მისასვლელ გზებს. მისივე განმარტებით, 2018 წლის დასაწყისში ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *