ქუთაისის მერიის წინ დარგული მცენარე დააზიანეს.
ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მცენარე გამწვანების აქციის ფარგლებში დარგეს.
ფაქტზე თვითმმართველობამ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.
ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები გასულ თვეებშიც დაფიქსირდა. მოქალაქეებმა ქუთაისის მერიის წინ, გაზონზე დარგული ვარდები მოიპარეს.
გასულ თვეებში, ქუთაისის მერის ინიციატივით, ქალაქში 200 ძირი ემონიუსი დაირგო. ასევე, 400 ძირი ტუია განთავსდა უსაფრთხოების კუნძულებზე. ათეულობით კიპაროსის ხე კი მუხნარის დასახლებაში. თუმცა, გამწვანების აქციის ფარგლებში დარგული წიწვოვანი მცენარეები ხმება.