ქუთაისის მერიამ დროშის დგარის

გასაკეთებლად 65 651-ლარიანი ტენდერი კვლავ გამოაცხადა. დროშები ამჯერად ბაგრატის ტაძრის მიმდბარედ უნდა დაიდგას.თანხა კვლავ ქუთაისის ბიუჯეტიდან არის განსაზღვრული.

ტენდერი 4 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 22 ივლისს იწყება და 27 ივლისს მთავრდება.

“ქუთაისის მერიამ, კვლავ გამოაცხადა ტენდერი დროშის დგარის მოსაწყობად, არც მეტი არც ნაკლები 65.651 ლარის სავარაუდო ღირებულებით, თანაც კონკრეტულ სუბიექტზე მორგებული. ზუსტად იცის ჭიღვარიამ რა არის ,,პრიორიტეტული” ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქისათვის ( დროშის სადგამი, ელექტრონულ მუსიკაზე მოცეკვავე ფანტანები, რამდენიმე გზის რეაბილიტირებული ბაღი, კიბეეები, ფილები და ა.შ რაშიც მილიონები იხარჯება) რადგანაც სწორედ აქ კეთდება ფული. ტენდერებში გაწაფული სუბიექტები კი ირგვლივ მრავლად ყავს, მათ შორის საკრებულოს წევრებშიც. ისე, საინტერესოა, დროშა რა დაჯდება ამათი გათვლებით. დგარი სადაც ამხელა ფასი, დროშას ნაკლებ ფასიანს ხო არ აკადრებენ ქალაქს.” – ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მერიამ დროშის 4 დგარის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცახადა. მაშინ დროშების განთავსება ნიეკას ქუჩაზე იყო გათვალისწინებული. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიბის პროტესტის შემდეგ მერიამ ტენდერი გააუქმა. თუმცა რის გამო, მაშინ არ დაუკონკრეტებიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *