ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ტურისტული ბილიკის მოწყობისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი გელათის მონასტერი – ცუცხვათის მღვიმოვანი-ახალსოფლის წყალსაცავის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გელათის მონასტრიდან ცუცხვათის მღვიმოვანის გავლით, ახალსოფლის წყალსაცავამდე, 25 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი შესაბამისი ფირნიშებითა და ბანერებით იქნება აღჭურვილი.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, ბილიკის რუკა და ბუკლეტებიც მომზადდება, რომლის საშუალებით ტურისტები და სხვა დაინტერესებული პირები ბილიკის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.
ტურისტული ბილიკები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” თანამშრომლობით ეწყობა.