“ნარჩენებს თავად ადგილობრივები ყრიან, ნაგვის დასაყრელად ადგილზე სხვა არავინ მიდის,”-
განუცხადეს რადიო “ძველ ქალაქს” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ქუთაისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია. ფეხსაცმელები, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ლიანდაგებსა და მიმდებარე ადგილებზეა დაყრილი.
მოქალაქეებისათვის, რომლებსაც რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება უწევთ, არსებული ანტისანიტარია და უსიამოვნო სული შემაწუხებელია. მათივე თქმით, ტურისტულ სეზონზე მსგავსი მდგომარეობის არსებობა დაუშვებელია.
საქართველოს რკინიგზაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ნარჩენების დაყრისაგან თავი შეიკავონ. ასევე განმარტავენ, რომ გამორიცხულია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოქმედ ლიანდაგზე ეყაროს.
“გამორიცხულია, მოქმედ ლიანდაგზე რაიმე სახის ნარჩენის არსებობა, ე.ი ის ლიანდაგი გაუქმებულია. ნარჩენებს თავად ადგილობრივები ყრიან, ნაგვის დასაყრელად სხვა არავინ მიდის. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნაგავი ურნაში ჩაყაროს და პრობლემები ნაკლებად შეაწუხებთ,”-განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში.
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ და ამის შემდეგ ტერიტორიას დაასუფთავებენ.
ფეხსაცმელი, სამშენებლო და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები-ქუთაისის რკინიგზის სადგური