ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან ახლოს, ჭიშურასთან.
ერთმანეთის სამი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებულია ერთი ადამიანი.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.