ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება.
” გადაიკეტება, თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა, კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილ სადენ მშენი” შეასრულებს. პროექტის ღირებულება 1მლ 56 000 ლარია.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.