ქალაქ წყალტუბოში, ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე, გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შედეგად გაიზრდება გზის გამტარიანობა და უზრუნველყოფილი იქნება საგზაო უსაფრთხოება, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტი დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებით, ა(ა)იპ ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” ჩართულობით, ხორციელდება.