აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს
დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს. ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას. აქვე აღინიშა, რომ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით
მარინა გიორგობიანი – სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.